კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 20 ივლისს ჩატარდება!

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 20 ივლისს.

 

 გამოცდის ჩატარების ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ივლისს.

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·  საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).

· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ტესტის სტრუქტურა:

·   ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·   19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით

·  6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  

·   ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 125  მოსწავლე. 

აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 125- მოსწავლის შედეგს

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·    მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

·    გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2023-2024  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96 ;  557375969 



იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის 

მე-3 მოდული,  საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ისინი ითვლებიან რეგისტრირებულად. 

ამ მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 



 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ